2021 წლის 27 მაისს თსუ მორფოლოგიის ინსტიტუტში 201-ე აუდიტორიაში 15:00 სთ-ზე ჩატარდება თსუ მედიცინის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინის“ დოქტორანტის - მაია ჭიოკაძის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო განხილვა.
სადისერტაციო ნაშრომის სათაური: „ენდომეტრიუმის ლიმფოციტთა სუბპოპულაციები ქალებში უცნობი გენეზის ორსულობის განმეორებითი დანაკარგებით“.